გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სუფსის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

9-03-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს სუფსის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე - ს.ქ. ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.


მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ს.ქ. ქრთამის სახით, სისტემატურად იღებდა ფულს მოქალაქე ბ.პ.-სგან, რის სანაცვლოდაც აღნიშნულ პირს მფარველობას უწევდა სუფსაში მიმდინარე ავტობანის მშენებლობაზე მომუშავე ტექნიკიდან (ტრაქტორებიდან) საწვავის ფარულად დაუფლებასა და რეალიზაციაში.


ზემოხსენებული ფაქტი ბ.პ.-მ გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს გამოკითხვისას სრულად დაუდასტურა და გამოძიებასთან ითანამშრომლა.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30