გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენატმა ირანის წინააღმდეგ შეიარაღებული ძალების გამოყენებაში ტრამპი შეზღუდა

14-02-2020

სენატმა დაამტკიცა დადგენილება, რომელიც, საკანონმდებლო ორგანოს ნებართვის გარეშე, ირანის წინააღმდეგ შეიარაღებული ძალების გამოყენებაში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უფლებამოსილებებს ზღუდავს.

დაგენილებას მხარი 55-მა სენატორმა დაუჭირა, 45 წინააღმდეგი იყო. დოკუმენტის დამტკიცებას ყველა დემოკრატმა და მხოლოდ რვა რესპუბლიკელმა მისცა ხმა.

ახლა ეს ინიციატივა წარმომადგენელთა პალატაში გადაიგზავნება, სადაც, როგორც მოსალოდნელია, მას  დემოკრატიული უმრავლესობა მხარს დაუჭერს. ტრამპის ადმინისტრაციამ უკვე განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს.

ამ დროისთვის, დემოკრატებს ტრამპის ვეტოს დასაძლევად საკმარისი ხმები არ აქვთ. 

რეზოლუცია პრეზიდენტს ზღუდავს არ დაიწყოს სამხედრო მოქმედებები ირანთან, სანამ მისი ადმინისტრაცია არ მიიღებს შესაბამის ნებართვას კონგრესისგან, ან არ მოხდება "დაუყოვნებელი თავდასხმა შეერთებულ შტატებზე".

თუკი, ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები უკვე დაწყებულია, რეზოლუცია ტრამპის ადმინისტრაციას ავალდებულებს შეაჩეროს ის 30 დღის განმავლობაში იმ პერიოდამდე, ვიდრე კანონმდებლებისგან თანხმობა არ იქნება მიღებული.

პია

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930