გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბელიაშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

14-02-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ - „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, „თბილსერვის ჯგუფის“ ტერიტორიაზე მდებარე საწყობში ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა.

შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და ადგილზე 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გამოცხადდა. ცეცხლი საწყობებს,  მათ მიმდებარედ არსებულ მუყაოს ყუთებს და სხვადასხვა სახის ნივთებს ეკიდა.

მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს განაგრძობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 60-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და სპეციალური ტექნიკა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031