გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ ესპანური ბიზნესის წარმომადგენლებს ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო

10-03-2018

ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის სამუშაო ვიზიტი გაიმართა, რომლის ფარგლებში შედგა შეხვედრები ქალაქ ვალენსიის მერთან, ვალენსიის ავტონომიისკორტესის თავმჯდომარესთან, ადგილობრივი მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან.


ვიზიტის ფარგლებში, 5 მარტს საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ესპანური კომპანიების „Ortiz&Asociados“-ისადა„GEES iberia“-ს ორგანიზებით, გამართულ შეხვედრაში, რომელსაც 150-მდე ადგილობრივი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. ისინი წარმოადგენდნენ ეკონომიკის ისეთ სექტორებს, როგორიცაა მრეწველობა, უძრავი ქონება, სოფლის მეურნეობა, ა.შ.


შეხვედრაზე ესპანური ბიზნესის წარმომადგენლების წინაშე მისალმებით გამოვიდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე.


ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ესპანური ბიზნესის წარმომადგენლების დიდი დაინტერესება გამოიწვია პრეზენტაციამ საქართველოს ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. მათ შორის, ინფორმაციამ ლიბერალური საგადასახადო რეჟიმის, მსოფლიოს დიდ ბაზრებთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების, სტრუქტურული და ინსტიტუციონალური რეფორმების, აგრეთვე მსხვილი საინვესტიციო პროექტების თაობაზე, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა პრიორიტეტულ მიმართულებას შეეხებოდა.


აღნიშნული პრეზენტაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ უფროსმა საინვესტიციო მრჩეველმა გიორგი ედილაშვილმა ჩაატარა. ესპანური ბიზნესის წარმომადგენლებმა ასევე მოისმინეს დეტალური ინფორმაცია საქართველოს საპარტნიორო ფონდის და მისი საინვესტიციო პროექტების შესახებ.


აღსანიშნავია, რომბიზნეს-ფორუმის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ესპანეთის ერთ-ერთ მსხვილ კომპანიასთან„Primaflor“,რომელიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქმიანობს და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობები აქვს. შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოში ბიზნესსაქმიანობის დაწყების ინტერესი გამოთქვეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30