გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან იზორია ილჰამ ალიევს შეხვდა

10-03-2018

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრით დაიწყო. მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს და აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება.


პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, აუდიენცია აზერბაიჯანელ კოლეგასთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვთან შედგა. პირისპირ საუბარი მინისტრებმა გაფართოებულ ფორმატში განაგრძეს, რომლის ფარგლებშიც ხელი ორ უწყებას შორის 2018 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოეწერა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, გამოიკვეთა პრიორიტეტული მიმართულებები, სადაც თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. მინისტრებმა ყურადღება თურქეთის ჩართულობით სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც გაამახვილეს. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, თვის ბოლოს სამმხრივ ფორმატში თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა იგეგმება, რაც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, რეგიონული სტაბილურობის და მშვიდობისთვის ურთიერთობის გაღრმავებას ემსახურება.


საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან არტურ რასიზადესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ელმარ მამადიაროვთან შეხვედრებზეც განიხილა. ვიზიტის შეჯამებისას ლევან იზორიმ აღნიშნა, რომ თითოეულ შეხვედრაზე ხაზი ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და მისი გაღრმავების მნიშვნელობას გაესვა.


თავდაცვის მინისტრმა ოფიციალური ვიზიტი საპატიო დაკრძალვის ხეივანში ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ზარიჰა ალიევას საფლავის გვირგვინით შემკობით დაასრულა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031