გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხაბეიშვილი: კალაძემ თბილისელები 12 მილიონით აზარალა, ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, ამ მერზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყებოდა

15-02-2020

ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქი 12 მილიონი ლარი აზარალა, ნებისმიერ ქვეყანაში ასეთ მერზე სისხლის სამართლის დევნა დაიწტებოდა – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„კიდევ ერთი მარტივი დადასტურებაა, რომ კალაძე მართავს და ძარცვავს თბილისელების თანხებსა და ბიუჯეტს. მილიონერმა კაცმა ერთი ხელმოწერით თბილისელები 12 მილიონით აზარალა. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, ამ მერზე დაიწყებოდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. მოახერხეს იმდენი, რომ სითი პარკს ჯარიმას უხდიან, თორემ ეს კომპანია რომ გასაყვანი იყო, ამაზე ოპოზიცია შეთანხმებული იყო“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის მერიამ “სითი პარკს” 4 300 000 აშშ დოლარი გადაუხადა – სასამართლო დავა შეწყდა

ipress

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930