გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: 2018 წელსაც პარლამენტის ამოცანა ჩვენი ამომრჩევლისთვის მიცემული დაპირებების შესრულება იქნება

23-12-2017

„ჩვენთვის მთავარია პოზიტიური მიმართულებით მუშაობის გაგრძელება, დღის წესრიგის განხორციელება, ჩვენი ამომრჩევლისთვის მიცემული დაპირებების შესრულება და ზუსტად ეს იქნება პარლამენტის ამოცანა მომდევნო წლისთვისაც“,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ გასული წელი შეაჯამა. მისი შეფასებით, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ჩართულობით და მონაწილეობით, მნიშვნელოვანი, ქვეყნის დემოკრატიულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული რეფორმები განხორციელდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტს ამბიციური და კვალიფიციური გუნდი ჰყავს და აქვს საქმიანობის დახვეწის ძალიან დიდი რესურსი.

„ძალიან აქტიური იყო საპარლამენტო ცხოვრება 2017 წლის განმავლობაში, უამრავი კანონპროექტების პაკეტი მიიღო საქართველოს პარლამენტმა და თითოეული კანონი, თითოეული პაკეტი ემსახურებოდა იმას, რომ გაგრძელდეს ქვეყნის დემოკრატიული, ეკონომიკური და სოციალური განვითარება. ეს იყო მიზანი რეფორმების, რომელიც განხორციელდა პარლამენტის ჩართულობით და მონაწილეობით. გარდა ამისა, ასევე, აღვნიშნავ, რომ ვითარება არის ჯანსაღი საქართველოს პარლამენტში, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ არსებობდეს ჯანსაღი თანამშრომლობა, კომუნიკაცია პოლიტიკურ პარტიებს შორის და ამის შედეგებს ყველა ვხედავთ. ეს არის ის ჯანსაღი პროცესები, რომლებიც წარიმართება საქართველოს პარლამენტში და ამ მიმართულებით გაგრძელდება, რა თქმა უნდა, მუშაობა. პარლამენტს ჰყავს ძალიან ამბიციური და კვალიფიციური გუნდი, აქვს ძალიან დიდი რესურსი იმისთვის, რომ დაიხვეწოს საპარლამენტო ფუნქციები, კანონშემოქმედებითი მიმართულებით კიდევ უფრო დაიხვეწოს ჩვენი საქმიანობა, ზედამხედველობის მიმართულებით კიდევ უფრო დაიხვეწოს ჩვენი საქმიანობა და მთავარია, რომ 4 წლის თავზე, როდესაც ჩვენ უკან გავიხედავთ, შეგვეძლოს იმის თქმა, რომ პარლამენტში განხორციელდა თვისებრივი ცვლილება. ეს სჭირდება ნამდვილად ჩვენს საკანონმდებლო ორგანოს, რომელიც არის ცენტრალური რგოლი ჩვენს კონსტიტუციურ სისტემაში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო 2018 წელს აქტიურ მუშაობას გეგმავს.

„მაქვს მოლოდინი, რომ იქნება ჯანსაღი თანამშრომლობა და კომუნიკაცია ყველა საპარლამენტო პარტიას შორის“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930