გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გაჩეჩილაძე: ჩვენ რა ვქნათ? მათ მიერ მოკლული, გაუპატიურებული, დაჩაგრული ადამიანების სურათებით ვიაროთ?

17-02-2020

„ჩვენ რა ვქნათ? მათ მიერ მოკლული, გაუპატიურებული, დაჩაგრული ადამიანების სურათებით ვიაროთ?“ - ასე გამოეხმაურა „მწვანეთა პარტიის“ ლიდერი გია გაჩეჩილაძე ხმაურს, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ელენე ხოშტარიას და თინა ბოკუჩავას მისვლამ გამოიწვია.


„რაც ახლა ხდება „ნაციონალური მოძრაობის“, აი, ამ მჩხავანა ადამიანების მხრიდან - ეს არის ამაზრზენი, გულის ამრევი.


ჩვენ რა ვქნათ? მათ მიერ მოკლული, გაუპატიურებული, დაჩაგრული ადამიანების სურათებით ვიაროთ? რომ გავახსენოთ საზოგადოებასაც და მათაც, რა აქვთ ჩადენილი? მე ახლა, წესით, ჩემი მეგობრის, იური ვაზაგაშვილის სურათით უნდა მოვსულიყავი, რომელიც მათ შვილის საფლავზე ააფეთქეს, რის გამოც დაპატიმრებულია მათი კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე“, - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.


ინფორმაციისთვის, კომიტეტის სხდომაზე, სადაც ირაკლი შოთაძის მოსმენა უნდა დაწყებულიყო, „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა მივიდნენ. ელენე ხოშტარიასა და თინა ბოკუჩავას ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბები ეკეთათ.

ისინი ირაკლი შოთაძესთან მივიდნენ, რასაც კომიტეტის სხდომაზე ხმაური მოჰყვა. ამის შემდეგ კი ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.


ამ დროისთვის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ელენე ხოშტარიამ და თინა ბოკუჩავამ დატოვეს და გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის მოსმენა მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930