გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარგველაშვილი: ჩემ კეთილმოწყობის საკითხებს ნელ-ნელა ან გავაცნობ საზოგადოებას, ან არა

17-02-2020

მარგველაშვილი: ჩემ კეთილმოწყობის საკითხებს ნელ-ნელა ან გავაცნობ საზოგადოებას, ან არა. ამის შესახებ, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “კურიერთან” განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, ვისთან ერთად აპირებს პოლიტიკურ ბრძოლას და ვის მოიაზრებს პარტნიორად.

“დავიწყე მუშაობა პოლიტიკურ კონტექსტში, მქონდა კონსულტაცია ჩემ გუნდთან და არა ერთი დისკუსია. პოლიტიკური პროცესის მთავარი მამოძრავებელი დღეს არის ის პოლიტიკური მრგვალი მაგიდა, სადაც ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია ზის, იმასთან არის საჭირო დღეს მუშაობა და იმათი გაძლიერება.

მე კვირიკაშვილს დავურეკავ თუ ალასანია მესიჯს გამომიგზავნის, თუ “ლელოს” ცალკე შევხვდები, ეს არის ცალკე სხვა ნაწილი. მთავარია პოლიტიკური ვექტორის განსაზღვრა, ის მრგვალი მაგიდა “ლეიბორისტების” ოფისში არის მთავარი მამოძრავებელი პოლიტიკური პროცესის.

ამ ჩემ კეთილმოწყობის საკითხებს, პარტია მექნება, ვისთან მექნება მესიჯობა, ვის ტელეფონზე დავურეკავ და ვის პირადად შევხვდები, ეს არის სხვა დეტალები, რომელსაც მე ნელ-ნელა ან გავაცნობ საზოგადოებას, ან არ გავაცნობ,” – უთხრა “კურიერს” საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “კურიერთან”

ipress

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031