გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია გაჩეჩილაძე: „იქნებ როგორმე გამოკითხოთ თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელმაც თავის ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ სააკაშვილის დავალებით მოქმედებდა მელია, რომელიც პარლამენტის შენობაში შეჭრას აპირებდა“

17-02-2020

ვიდრე გენერალური პროკურორის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს კითხვას დაუსვამდა პარლამენტის წევრმა გია გაჩეჩილაძემ იმაზე ისაუბრა, რომ ეგრეთ წოდებული ოპოზიცია თავის მოქმედებებით სულაც არ წარმოადგენს პოლიტიკურ ორგანიზაციას, არამედ -„საქმე გვაქვს კრიმინალურ დაჯგუფებასთან, რომელიც მთელ თავის მოღვაწეობას სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმეებზე აგებს. მათი ძირითადი მიზანი არ არის არც საარჩევნო სისტემა, არც არჩევნებში მონაწილეობა, მათი ძირითადი მიზანია ქვეყნის დესტაბილიზაცია და როგორმე საქართველოში შეწყდეს ის ძირითადი მსხვილი გეო-პოლიტიკური დასავლური პროექტები, რომლებიც დიდი ხანია ხორციელდება და ბევრი კიდევ გასაკეთებელია.


აბა, რა უნდა ვთქვათ იმასთან დაკავშირებით, ადამიანები პარლამენტში რომ საწამლავს დაასხამენ და თანამშრომლებს მოწამლავენ, -ეს პოლიტიკური ორგანიზაციაა?“


გია გაჩეჩილაძემ ისიც გაიხსენა რამდენი ადამიანი გაანადგურეს ფიზიკურად ქუჩაში თუ ციხეში, მათ შორის თვისი მეგობრის იური ვაზაგაშვილის საკუთარი შვილის საფლავზე მკვლელობის ამბავი. გია გაჩეჩილაძის თქმით, ეს ადამიანები ცდილობენ, რომ, პარლამენტის ასაღებად მომზადებული შტურმი, რაც ფაქტიურად ჯგუფური დანაშაული იყო, საერთაშორისო დონეზეც კი წარმოადგინონ, თითქოს ეს იყო გამოხატვის უფლება.


-„ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ პოლიტპატიმრებად მკვლელები და ხაზინის ქურდები წარმოადგინონ. ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს როგორმე გარეთ გაიტანონ და თავი მოჭრან საქართველოს. რომ როგორმე ჩვენი დასავლური ურთიერთობა შეცვალონ და ნატოში ინტეგრაცია შეაჩერონ.

კარგად მოგეხსენებათ ვის ინტერესებშია ეს და თუ მათი ხელისუფლებაში ყოფნის ისტორიას გადავხედავთ ძალიან კარგად მიხვდებით მაშინაც ვისზე მუშაობდნენ.


მე ეს შესავალი იმიტომ გავაკეთე, რომ ამის მწვერვალი იყო 20 ივნისის ამბავი. შტურმი, რომელიც პარლამენტის ასაღებად იყო მოფიქრებული და იცით, რომ გარდა გარედან შეტევისა, შიგნითაც საშვები იყო დაშვებული უცხო ადამიანების შემოსაყვანად.


20 ივნისის საქმეზე ვიცი, რომ გამოძიება მიდის, მაგრამ უკვე ფაქტიურად ყველაფერი ნათელია, არა მარტო იმიტომ, რომ სქართველოს მოსახლეობა ამას ტელევიზიით პირდაპირ უყურებდა, არამედ თვითონ მიხეილ სააკაშვილმა მისცა აღიარებითი ჩვენება პირდაპირ ეთერში გამოსვლისას, როდესაც თქვა, რომ ხელისუფლების დამხობას ერთი წამი აკლდაო და ასე შემდეგ.


ის გაქცეულია და სისხლის სამართლის საქმეა იმაზე აღძრული. ყველაზე მთავარი კიდევ ის არის, რომ აგერაა თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელმაც თავის ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ სააკაშვილის დავალებით მოქმედებდა მელია, რომელიც შეჭრას აპირებდა პარლამენტის შენობაში და მოუწოდებდა ხალხს. ეს ხომ ჩვენებებია? ეს ხომ პირდაპირი მინიშნებაა იმაზე რაც ხდებოდა და განსაკუთრებით როგორც ჩანს ჩერგოლეიშვილი ინფორმირებულია ამ საკითხებთან დაკავშირებით.


იქნებ როგორმე გამოკითხოთ ეს ადამიანი, რომელსაც, როგორც ჩანს ინფორმაცია აქვს იმ უბედურებასთან დაკავშირებით რის ჩადენაც უნდოდათ მათ საქართველოში“, -მიმართა გია გაჩეჩილაძემ ირაკლი შოთაძეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930