17-02-2020
აღნიშნული კითხვით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა, გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიმართა.
„ჩემი კითხვა ეხება სამართლიანობის აღდგენას ჩვენი ქვეყნის იმ ასობით და შესაძლოა, ათასობით მოქალაქეებისთვისაც კი, ვისაც საკუთრების უფლება, ქონებები უკანონოდ ჩამოართვეს. არიან ისეთებიც, რომლებსაც დღემდე აქვთ ეს პრობლემა და ვერ იბრუნებენ უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებებს. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და რთული საკითხია, რომელიც ჩვენი გადასაჭრელი იყო მას შემდგომ, რაც ხელისუფლებაში მოვედით. თქვენი პროკურორობის პროცესში შეიქმნა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილ დანაშაულთა დეპარტამენტი, რომელმაც ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი საქმიანობა გასწია.
ვიცით, რომ ქონებები, რომლებიც მოქალაქეებს დაუბრუნდათ მილიონებს აღწევს, მაგრამ მაინც ვფიქრობ, მეტი ძალისხმევაა საჭიროა ამ მიმართულებით. ამიტომ მაინტერესებს - იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გახდებით გენერალური პროკურორი, კიდევ მეტ რა ძალისხმევას გამოიჩენთ, რას გააკეთებთ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თვლიან, რომ მათ ქონება უკანონოდ აქვს წართმეული და დღემდე ვერ ახერხებენ ისინი მის დაბრუნებას?“ - აღნიშნა გიორგი კახიანმა.