გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი შოთაძე: ხორავას ქუჩის საქმეზე არანაირი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ ამიღია

17-02-2020

იურიდულ საკითხთა კომიტეტში გენერალურ პროკურორობის კანდიდატი, ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე მას პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ უღია, რადგან გენერალური პროკურორი არ არის პოლიტიკური ფიგურა.


„უპირველეს ყოვლისა, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე არანაირი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ ამიღია და არ მქონია, რადგან პოლიტიკური თანამდებობის პირი არ ვყოფილვარ. მე ვიყავი მთავარი პროკურორი და შესაბამისად, მთავარ პროკურორს არანაირი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ გააჩნია.

 

რაც შეეხება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს, არაერთხელ განვმარტე ის მიზეზები, თუ რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება ამ მართლაც მძიმე საქმეზე მძიმე სიტუაცია იყო შექმნილი. საზოგადოებაში ამ საქმის მიმართ გარკვეული კითხვები იყო. ირაკლი შოთაძეს არანაირი დაინტერესება არ ჰქონია, რომ რომელიმე თანამდებობას ჩასჭიდებოდა. ჩემთვის თანამდებობები მეორეხარისხოვანია და არის შესაძლებლობა, რომ ჩემს ქვეყანას ვემსახურო. როგორც ამას ვაკეთებდი მაშინ, როდესაც სახელმწიფო სამსახურში მუშაობა დავიწყე, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი“ , -განაცხადა შოთაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930