გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტთან აქცია გაიმართება

18-02-2020

საკანონმდებლო ორგანოსთან ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები აქციას დღეს გამართავენ.

აქციის მონაწილეები ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად არჩევას გააპროტესტებენ, რომელსაც დღეს დეპუტატებმა პლენარულ სხდომაზე უნდა მოუსმინონ.

"ირაკლი შოთაძის დანიშვნით "ქართულმა ოცნებამ" და პერსონალურად ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გაულაწუნა სილა საქართველოს მოქალაქეებს. ეს ადამიანი რეალურად ჯიბის პროკურორია", - აცხადებს "სირცხვილიას" აქტივისტი ნოდარ რუხაძე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი 17 თებერვალს დაუჭირა. მის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს. ირაკლი შოთაძის კანდიდატურა პარლამენტს საპროკურორო საბჭომ წარუდგინა, რომელიც 15 კაციანი სიიდან შეარჩიეს.

საპროკურორო საბჭოში კენჭისყრა ორ ეტაპად გაიმართა. პირველ კენჭისყრაზე 15 კაციანი სიიდან 4 კანდიდატი შეარჩიეს: ირაკლი შოთაძე, სოფიო შენგელია, ვალერიან ვაჭარაძე და დარიკო თორდია. მეორე კენჭისყრაზე კი, 4 კანდიდატიდან ირაკლი შოთაძე 11 ხმით შეარჩიეს.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930