გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს საელჩოს ინიციატივით, ვატიკანში ქმნილებებზე ზრუნვის საკითხისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

10-03-2018

ვატიკანში, საქართველოს საელჩოს ინიციატივით, ორდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც რომის პაპ ფრანცისკეს ენციკლიკას "Laudato Si'"-ის ეძღვნება.


ღონისძიებაში, რომლის სახელწოდებაა "რადიკალური ეკოლოგიური გარდაქმნა "Laudato si'"-ის მიხედვით: ყველა ქმნილებისთვის დამახასიათებელი ღირებულების გამოსავლენად" და რომელსაც პაპის გრეგორიანას უნივერსიტეტი მასპინძლობს, თეოლოგები, საბუნებისმეტყველო მეცნიერები და პრაქტიკოსი გარემოს დამცველები მონაწილეობენ. კონფერენციის უპირველესი მიზანია დიალოგი სამეცნიერო, საეკლესიო და სამოქალაქო საზოგადოებას შორის იმ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო (განსაკუთრებით, მართლმადიდებელ ეკლესიასა და კათოლიკე ეკლესიაში) და საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში მეტ-ნაკლებად ცნობილია, მაგრამ მათზე სათანადო რეაგირება ვერ ხერხდება. კონფერენცია ადამიანის ინტეგრალური განვითარების დიკასტერიის პრეფექტმა კარდინალმა პიტერ ტურქსონმა გახსნა, რომელმაც მონაწილეებს პაპი ფრანცისკეს გზავნილი გააცნო. დამსწრე საზოგადოების წინაშე ვიდეო-მიმართვით წარდგა ასევე მსოფლიო პატრიარქი ბართლომე.


აღსანიშნავია, რომ პაპის ენციკლიკა "Laudato si" გამოქვეყნებისთანავე დისკუსიის უშრეტ წყაროდ იქცა სამეცნიერო, თუ საეკლესიო საზოგადოებაში. კონფერენციის ინიციატორებისა და მონაწილეთა განცხადებით მნიშნელოვანია საზოგადოების ყურამდე ინტეგრალური ეკოლოგიის საკითხების მიტანა და არსებითი ნაბიჯების გადადგმა, რაც ხელს შეუწყობს ხორცი შეესხას ცივილიზაციის საუკეთესო მონაპოვარს, ადამიანის რწმენის, განათლებისა და სოციალური პასუხისმგებლობის დიალოგს. მნიშვნელოვანია ფართო საზოგადოებამდე იმ ცოდნის მიტანა, რომ ეკლესიაც და მეცნიერებაც აღიარებს ყველა ქმნილებისთვის, ყველა ორგანიზმისთვის დამახასიათებელ ღირებულებას, ხოლო ეს ცოდნა, თავის მხრივ, გააძლიერებს ეთიკურ მოძღვრებას ადამიანის მიერ გარესამყაროს უსაზღვრო ექსპლუატაციის წინააღმდეგ. თუ დიალოგის შედეგი შეაღწევს განათლებისა და აღზრდის სხვადასხვა დონეზე და მარტივ ჭეშმარიტებად იქნება მოაზრებული, მის პოლიტიკურ განხორციელებას მეტი შესაძლებლობა შეექმნება.


ორდღიანი კონფერენციის თანაორგანიზატორები, საქართველოს საელჩოსთან ერთად არიან წმინდა საყდართან გერმანიისა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930