გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე ჯარისკაცებს, პოლიციელებს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს, ექიმებსა და სტარტაპეტებს საქმიანობისა მადლობას უხდის

18-02-2020

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ჯარისკაცებს, პოლიციელებს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს, ექიმებსა და სტარტაპერებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის.

 

პლენარულ სხდომას სადაც არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საპატრულო პოლიციის ოფიცრები, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლები და ბიზნეს სტარტაპის „პულსარ ეი აი“-ს წარმომადგენელი ესწრებოდნენ.

 

„გვეამაყება ჩვენი ჯარისკაცები, რომლებიც იცავენ საქართველოს, რომლებიც ამერიკელ და ნატოს წევრი ქვეყნების ჯარისკაცებთან ერთად მსოფლიოს ურთულეს წერტილებში იცავენ მშვიდობას, თავისუფლებას და უსაფრთხოებას. აქ, ამ დარბაზში არიან საპატრულო პოლიციის ოფიცრები ოთარ თავართქილაძე და ავთანდილ მჟავანაძე, რომლებიც 18 დეკემბერს, ბათუმში, მოქალაქემ გააჩერა და მოულოდნელად აღნიშნულმა პირმა პატრულ-ინსპექტორ თავართქილაძეს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი პოლიციელის მეწყვილემ, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც დაიჭრა, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავა. მძიმედ დაჭრილ პოლიციელს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. თანამშრომლების, მოქალაქეებისა და სამედიცინო პერსონალის დროული რეაგირების შედეგად, ოთარ თავართქილაძე გადავარჩინეთ და დღეს მეწყვილესთან ერთად ჩვენთან არის სტუმრად. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა პოლიციელს, ვინც ყოველდღიურად ემსახურება ამ რთულ პროფესიას და იცავს საზოგადოებრივ წესრიგს და უსაფრთხოებას.

 

დღეს სხდომას ესწრება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელი გიორგი ტატულაშვილი, რომელიც გასული წლის 30 აგვისტოს, გორში გამოცხადდა გამოძახებაზე, სადაც პაციენტს სიმაღლიდან ვარდნის გამო აღენიშნებოდა ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ორმხრივი პნევმოთორაქსი და პოლიტრავმა. გიორგი ტატულაშვილმა ჩაატარა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და გააკეთა გულმკერდის დეკომპრესია 14G ტიპის კათეტერით, რითაც სიცოცხლე შეუნარჩუნა მოქალაქეს და გადაიყვანა ის უახლოეს კლინიკაში. გვეამაყება ჩვენი ექიმები, ექთნები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის პერსონალი.

 

ამ მოწვევის პარლამენტში ჩვენ მივიღეთ საგადასახადო რეფორმები, რომლითაც ბიზნესს ნულოვანი საგადასახადო რეჟიმი დავუწესეთ რეინვესტირებულ მოგებაზე - ამ მოდელის ამოქმედებიდან დღემდე, კერძო სექტორს 1.2 მილიარდ ლარზე მეტი დარჩა განვითარებისთვის. ჩვენ გადასახადები 1%-მდე შევუმცირეთ მცირე და საშუალო ბიზნესს და მხარი დავუჭირეთ ინოვაციური ბიზნესის და სტარტაპების დაფინანსების მექანიზმებს. დღეს პარლამენტში მოვიწვიე ბიზნეს სტარტაპის „პულსარ ეი აი“-ს წარმომადგენელი, სოფიო ჭყოიძე, რომელიც დასაწყისში სახელმწიფომ გრანტით დააფინანსა, თუმცა ახლა არის პირველი ქართული კომპანია, რომელმაც აშშ-ში, კალიფორნიაში, „სილიკონ ველიზე“ 1.2 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა და კლიენტებსა და ავტომობილების დილერებს შორის ავტომატიზებული სისტემის შექმნაზე მუშაობს, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს და სწრაფ, ზუსტ და ეფექტურ მომსახურებას უზრუნველყოფს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930