გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ყოველთვის რუსულ საქმეს აკეთებდა

18-02-2020

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო ოპოზიციის წევრების მიერ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ჰიმნის გაჟღერებას გამოეხმაურა და აღნიშნული ფაქტი „ძალიან უხეშ და ამორალურ“ ქმედებად შეაფასა.

 

„სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ვხედავთ ხოლმე პარლამენტის მიერ ჩატარებული სამუშაოს კონკრეტული შედეგების გადაფარვის ყოველდღიურ მცდელობას, ერთ-ერთი იყო დღეს, მათ შორის ძალიან უხეში და ამორალური ფორმით. ქვეცნობიერი როგორც ჩანს მაინც თავისას შვება. აქ იუნკერები განისვენებენ, ამ დარბაზში ხელი მოეწერა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს და ამ დარბაზში დღეს ჩვენმა კოლეგებმა, სამწუხაროდ, საბჭოთა რუსული ჰიმნი გააჟღერეს და გაახმოვანეს. ესენი არიან ის ადამიანები, ვინც თავის დროზე მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, სადაც რუსეთის შეტევა საპასუხოდ იყო 2008 წლის აგვისტოში მოხსენიებული. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებმაც ჰააგის სასამართლოში მტკიცებულებები არ წარადგინეს და რომ არა ქართული ოცნების ხელისუფლება დღესაც მწირი მტკიცებულებებით ვიქნებოდით ჩვენი ჯარისკაცების დასაცავად ჰააგაში წარმოდგენილი, ესენი არიან ადამიანები, ვინც სტრატეგიული ობიექტები გადაუფორმეს ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებს ომის შემდეგაც და ესენი არიან ის ადამიანები, ვინც ეს ყველაფერი დააგვირგვინეს დღეს რუსული ჰიმნის გაჟღერებით საქართველოს პარლამენტში. ამიტომ შვება ქვეცნობიერი თავისას, თავისი რუსი შემკვეთები, რაც არ უნდა გადაჭარბებულად მოეჩვენოს ვინმეს, ალბათ რუსული ჰიმნის გახმოვანებისათვის მადლობასაც ეტყვიან მათ. ყოველთვის აკეთებდნენ რუსულ საქმეს და მხოლოდ სიტყვით იყვნენ პროდასავლურები, ამ მთავარ ნიღაბს ეფარებოდნენ და დღეს დაიწყეს სხვადასხვა ნიღბების მორგება, რომ მათი მთავარი რეალური სახე და ნიღაბი დაფარონ და დამალონ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031