19-02-2020
ამის შესახებ მომრერალმა "კვირის პალიტრასთვის " მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა.
როგორც პავლიაშვილი ამბობს, ის მეგობრობდა გარდაცვლილ ზურაბ ჟვანიასთან, თუმცა სააკაშვილი მან მოსკოვში გაიცნო, სადაც პრეზიდენტი რუსეთის სადღეგრძელოს ფეხზე წამომდგარი სვამდა.
"დიახ, ზურა ჩემი მეგობარი იყო. თუმცა სააკაშვილთან არანაირი კონფლიქტი არ მქონია, უკეთესს გეტყვით, სააკაშვილი მოსკოვში ერთ-ერთ სუფრაზე გავიცანი, სადაც რუსეთის სადღეგრძელოს ფეხზე ამდგარი სვამდა. უთანხმოება მხოლოდ მის იდეოლოგიურ გარემოცვასთან მქონდა", - ამბობს ინტერვიუში მომღერალი.
ამასთან, სოსო პავლიაშვილი აგვისტოს ომს სიგიჟედ მიიჩნევს:
"რუსეთმა ყველაფერი მიიღო რაც უნდოდა, არ ვიცი, წინასწარ იყო გათვლილი, რომ ტერიტორია უნდა დაეკარგათ და მერე რუსეთისთვის დაებრალებინათ, ან რაღაც შიზოიდურ ქმედებასთან გვქონდა საქმე, ან შეიძლება პროვოცირებულიც იყო, არ ვიცი, ამერიკელებმა გააგიჟეს თუ ვინ, მაგრამ ფაქტია, საქმე სიგიჟესთან გვქონდა. მის ადგილზე ტყვიას დავიხლიდი შუბლში ან ბერად წავიდოდი!.."- აღნიშნავს პავლიაშვილი.