გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აკაკი ზოიძე სამუშაო ვიზიტით რუმინეთს ეწვევა

11-03-2018

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე რუმინეთს სამუშაო ვიზიტით ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში, აკაკი ზოიძე თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დანერგვის მიმართულებით, რუმინეთის გამოცდილებას გაეცნობა.


ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე შეხვედრებს რუმინეთის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ფლორინ ბუიკუსთან, რუმინეთის სახელმწიფო მდივან რაედ არაფატთან, ჯანმრთელობის დაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ დიანა პაუნთან გამართავს.


ასევე, დაგეგმილია შეხვედრა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტის თამბაქოს კონტროლის ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.


შეხვედრებზე თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების მხრივ არსებული გამოცდილების, გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრებენ. მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი თემა თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულებაზე საპარლამენტო ზედამხედველობა იქნება. საუბარი ასევე, შეეხება ამ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. აკაკი ზოიძესთან ერთად, რუმინეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, თამბაქოს კონტროლის ალიანსისა და საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისის წარმომადგენლები ეწვევიან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031