გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივლისი 23, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: ჟენევის ფორმატი არაეფექტურია, ამიტომ მის ცვლილებაზე უნდა ვისაუბროთ

12-03-2018

დევნილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ჯენევის ფორმატი არაეფექტურია და მის ცვლილებაზე საუბარია საჭირო. 
ამის შესახებ სუბარმა ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო და უშიშროების სამსახური მუშაობენ ამ საკითხზე. ყოველდღიური კონტაქტები არსებობს და უფრო მეტ დეტალებზე ამ წუთში არ ვილაპარაკებ. უნდა ვისაუბროთ ჟენევის ფორმატის ცვლილებაზე, იმიტომ, რომ ჟენევის ფორმატით თავიდანვე მე ვფიქრობ, არაეფექტურად იქნა ჩაფიქრებული თუ განხორციელებული. საჭიროა, რომ უფრო მაღალი დონის იქნას შეხვედრა. ქვეყნის პირველი პირების დონეზე იქნებოდა სასურველი“-განაცხადა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხი ჯერ კიდევ მოუგვარებლია. იგი 23 თებერვალს გარდაიცვალა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031