20-02-2020
რუსულმა ბომბდამშენებმა სირიის ტერიტორიაზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას რუსულ მედიაზე დაყრდნობით 1tv.ge ავრცელებს. იერიში იდლიბში, ტერორისტების წინაღმდეგ განხორციელდა.
რუსული მედიის ცნობით, განხორციელებული იერიშით სირიის სამთავრობო არმიამ წარმატებით მოახერხა ყველა თავდასხმის მოგერიება.
მათივე ინფორმაციით, თურქეთის არმია სირიის ოპოზიციასთან ერთად მოქმედებს.