გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

21-02-2020

საქართველოში 21-22 თებერვალს მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსის ფარგლებში იქნება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 


მათივე ცნობით, 23 თებერვალს დასავლეთ საქართველოში გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს, ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე დაიკლებს, 24 თებერვალს შედარებით გამოიდარებს და +13, +18 გრადუსამდე დათბება.


აღმოსავლეთ საქართველოში 23-24 თებერვალს ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში, აქაც 24 თებერვალს ჰაერი +13, +18 გრადუსამდე გათბება. 


დედაქალაქში უნალექო ამინდი იქნება. 23 თებერვალს შესაძლოა იწვიმოს. ჰაერის ტემპერატურა +14, +16 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930