21-02-2020
თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ,,მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას საქმის არსებითი განხილვა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას, ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ავრცელებს.
საძაგლიშვილის ინფორმაციით, საქმის განხილვა მომდევნო კვირას გაგრძელდება.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენება ედება ბრალად.