21-02-2020
პოლიტიკური პლატფორმა „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისთვის მერაბიშვილი აქამდე პოლიტპატიმარი არ იყო, ხოლო თუ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ისევე შეაბრუნებენ საპატიმროში, უკვე გახდება პოლიტპატიმარი.
„ჩემთვის ვანო მერაბიშვილი გახდება პოლიტპატიმარი იმის შემდეგ თუ მას ეხლა თავიდან შეაბრუნებენ საპყრობილეში, მანამდე მე არ ვთვლი, რომ პოლიტპატიმარი იყო“, - განაცხადა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 6 წლის 9 თვის შემდეგ საპატიმრო გუშინ დატოვა.