24-02-2020
ბაკურიანში ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, სრიალის დროს დაიღუპა. ჯერჯერობით, მომხდარის დეტალები უცნობია.
ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
ფაქტი "რუსთავი 2-ს" შსს -ში დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.