24-02-2020
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა.
შეხვედრაზე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები, ასევე, მთავარი პოლიტიკური თემები და თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ NDI-ს პრეზიდენტს პარლამენტის მიერ რეფორმებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები და მიმდინარე სესიის პრიორიტეტებიც გააცნო.