გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სასტიკი მოპყრობა ცხოველებისადმი - საცხოვრებელ ბინაში ცოლ-ქმარს თხუთმეტამდე ძაღლი ჰყავდა ჩაკეტილი

25-02-2020

სასტიკი მოპყრობა ცხოველებისადმი. თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ცოლ-ქმარს ბოლო სამი წლის განმავლობაში თხუთმეტამდე ძაღლი ჰყავდათ ჩაკეტილი.

ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი ცხოველებს არასათანადო პირობებში ამყოფებდნენ. მეზობლების მოთხოვნით, ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

ძაღლები ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ გადაიყვანა. გამოძიება ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის მუხლით დაიწყო.

"სამი წელია ამ მდგომარეობაში ვართ, რამდენჯერ გამოვიძახეთ პატრული, მათ მხოლოდ დააჯარიმეს და გაფრთხილება მისცეს, თუმცა მაინც არ გაითვალისწინეს. მოუვლელ, დაუბანელ მდგომარეობაში ჰყავთ ძაღლები, ჰაერზე საერთოდ არ გაჰყავთ. იძულებულები გავხდით სამაშველო სამსახური გამოგვეძახებინა" - აცხადებს მეზობელი. 

rustavi2

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930