გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იან კელი: აუცილებელია ჩატარდეს იმ გარემოებების გამოძიება, რომელსაც ადგილი ჰქონდა ტატუნაშვილის გარდაცვალებისას

12-03-2018


საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის განცხადებით, მისთვის გაურკვეველია, თუ რატომ ფერხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვნების პროცესი.

მისივე თქმით, აუცილებელი, რომ როგორც ტატუნაშვილის, ასევე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე დამნაშავის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

„ამ საკითხთან დაკავშირებით ორი ძირითადი მიმართულება იკვეთება. ეს არის, პირველ რიგში, ჰუმანიტარული ასპექტი, ის, რომ ოჯახისთვის ჯერ არ დაუბრუნებიათ ცხედარი და ვერ მოხერდა მისი დაკრძალვა. მე არ მესმის, თუ რატომ ფერხდება ცხედრის დაბრუნება. მეორე, ეს არის პოლიტიკური საკითხი. აუცილებელია ჩატარდეს იმ გარემოებების გამოძიება, რომელსაც ადგილი ჰქონდა და უნდა დადგეს პასუხისმგებლობისა და ანგარიშსწორების საკითხი. ეს არ არის პირველი შემთხვევა. იყო ოთხოზორიას მკვლელობაც, რომელთან დაკავშირებითაც არ დამდგარა არავის პასუხისმგებლობა“- განაცხადა კელიმ.

კელიმ დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კარგი იქნება, თუ არჩილ ტატუნაშვლისა და გიგა ოთხოზორიას საქმეებთან დაკავშირებით პარლამენტი ორპარტიულ რეზოლუციას მიიღებს.

„რაც შეეხება რეზოლუციას, რა თქმა უნდა, აუცილებელია, პარლამენტს ჰქონდეს რეაქცია და თუ კი ეს რეაქცია  იქნება ორპარტიული, მას მეტი ძალა ექნება. ეს რეზოლუციაც მიმართული უნდა იყოს პასუხისმგებლობის საკითხისკენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, დახმარება აღმოვუჩინოთ საქართველოს ნებისმიერ ძალისხმევაში“- განაცხადა კელიმ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930