გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია ირაკლი შოთაძეს საქართველოს გენერალურ პროკურორად არჩევას ულოცავს

25-02-2020

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი ირაკლი შოთაძეს საქართველოს გენერალურ პროკურორად არჩევას ულოცავენ.

ჰააგიდან გამოგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია, ირაკლი შოთაძის ხელახალ არჩევას განიხილავს მისი ხელმძღვანელობით საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული იმ სამართლებრივი და ინსტიტუციური რეფორმების მდგრადი განვითარების წინაპირობად, რაც მიზნად ისახავს პროკურატურის დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის გაზრდას.

ამასთან, წერილში ნათქვამია, რომ პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია, სამომავლოდ, საქართველოს პროკურატურისადმი მხარდაჭერისა და თანამშრომლობის მზადყოფნას გამოხატავს.


NSP.GE გთავაზობთ წერილს სრულად და უცვლელად:


ბატონო ირაკლი,


პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის სახელით, გვსურს გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს გენერალურ პროკურორად არჩევა. გვჯერა, რომ საქართველოს პროკურატურის და ქართული მართლმსაჯულების სისტემის პროგრესი თქვენი პროფესიონალიზმის, კეთილსინდისიერების და ძალისხმევის შედეგია. უფრო სწორი იქნება ვთქვათ თქვენი ხელახალი არჩევა, ვინაიდან თქვენი საქართველოს მთავარი პროკურორის (როგორც ადრე იწოდებოდა) თანამდებობაზე ყოფნისას, ჩვენ უკვე გავხდით თქვენი პროფესიული უნარ-ჩვევების მოწმენი.


ნება გვიბოძეთ, თქვენი ხელახალი არჩევა განვიხილოთ საქართველოს პროკურატურის და თქვენი ხელმძღვანელობით განხორციელებული იმ სამართლებრივი და ინსტიტუციური რეფორმების მდგრადი განვითარების წინაპირობად, რომლებიც მიზნად ისახავდნენ პროკურატურის დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის გაზრდას.


ეჭვგარეშეა, რომ პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის წევრობამ თავისი წვლილი შეიტანა ამ განვითარებაში იმ საერთაშორისო თანადგომის მეშვეობით, რასაც პროკურორთა ქსელი გთავაზობთ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ გვჯერა თქვენი ძალისხმევის პროკურატურის პროფესიული განვითარებისათვის, რომელსაც აძლიერებს თქვენს ოფისსა და ასოციაციას შორის არსებული თანამშრომლობა.


ამ თვალსაზრისით, მსურს, ხაზი გავუსვა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მერვე რეგიონალურ კონფერენციას, რომელსაც უმასპინძლა საქართველომ 2017 წელს. გარდა აღნიშნულისა, პროკურატურის თანამშრომლის მიმაგრება პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის სამდივნოში და თქვენი ოფისის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირის ნომინირება პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად, უნდა ჩაითვალოს თქვენს ძალისხმევად, რომელიც მიზნად ისახავს პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პრინციპების თქვენს რეგიონში დამკვიდრებისთვის.


ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს პროკურატურის 2018 წლის ინიციატივა, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 26-ე ყოველწლიური კონფერენციისა და გენერალური შეხვედრის 2021 წელს საქართველოში ჩატარებასთან დაკავშირებით, რაც აღმასრულებელმა კომიტეტმა სათანადოდ განიხილა და დაამტკიცა. მოხარულები ვართ, რომ პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ეს უმნიშვნელოვანესი ღონისძიება ჩატარდება თქვენი თანამდებობაზე ყოფნისას, რადგან გვჯერა, რომ აღნიშნული კონფერენცია წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას პროკურორთა საერთაშორისო საზოგადოებისათვის, აიმაღლოს პროფესიული კვალიფიკაცია და ისიამოვნოს ქართული სტუმართმოყვარეობით.


გისურვებთ წარმატებას თქვენი უაღრესად მნიშვნელოვანი უფლებამოსილებების შესრულებისას და ასოციაციის სახელით საქართველოს პროკურატურისადმი გამოვხატავთ მზადყოფნას სამომავლო მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.

პატივისცემით,

ჩეოლ-კიუ ჰვანგი- პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი 


ჰან მორაალი - პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივანი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930