25-02-2020
"რომელ ქვეყანაში არ იყენებს პოლიცია ძალას მიტინგებზე ხომ ვერ მეტყვით? ამერიკაში გინახავთ რა მოხდა Occupy Wall Street-ან მიმართებაში?"-ეს განცხადება საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა 2013 წლის 21 ივლისს გააკეთა, მაშინ, როცა ის ჯერ კიდევ პრეზიდენტის სავარძელს იკავებდა.
სააკაშვილის კომენტარი საინფორმაციო სააგენტო "პირველმა" გაავრცელა.
"საქართველოში იყო ეროვნული დღესასწაულის ჩაშლის მცდელობა (2011 წ. 26 მაისი რედ.). 26 მაისს აქ ამერიკელი FBI-ს ჯგუფი იჯდა შსს-ში, მიტინგის დაშლის ყველა ეტაპს მონიტორებზე ადევნებდა თვალ-ყურს და ბოლოს დაწერეს დასკვნა, რომ ყველაფერი კანონიერი იყო. იცოდით ამის შესახებ? არ წერენ "ასავალ-დასავალში" ამის შესახებ? მე გიყვებით. ეს სერიოზული თემაა. ჩვენ სახელმწიფოს გამოცდილება არ გვაქვს. ამიტომ, გვგონია, რომ პოლიცია თუ გაჩერებს ქუჩაში, ეს არის დაყაჩაღება, გვგონია, რომ მიტინგს რომ შლიან ეს ბრუტალობა და დიქტატურაა"-განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, საფრანგეთში, თურქეთში და სხვა ქვეყნებშიმიტინგის დაშლისას ადამიანები დაიღუპნენ, 7 ნოემბრის მოვლენებისას საქართველოში არავინ დაღუპულა, ხოლო 2011 წლის 26 მაისს ბურჯანაძის ესკორტმა ორი ადამიანი მოკლა.
"გადაღებულია და ჩემი ჭორი არ არის, რომ დენის დარტყმით ორი ადამიანი დაღუპა. მიტინგის დაშლა დიქტატურა გვგონია, დიქტატურის დროს არავინ დაუშვებს, რომ რომელიმე ტელევიზია მოუწოდებდეს მთელი სამი თვე ხალხს მიტინგზე გამოსვლისკენ" - განაცხადა სააკაშვილმა.