25-02-2020
მილანის რეისით ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდგინდა.
ანალიზის პასუხები ლუგარის ლაბორატორიიდან ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმის ინფორმაციით, პაციენტს სეზონური ვირუსი H1N1 დაუდგინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია ის ბოქსირებულ განყოფილებაში რჩება, თუმცა პალატაში მალე გადაიყვანენ.
„აეროპორტიდან იქნა მოყვანილი იტალიიდან ჩამოსული 20 წლის გოგონა. 37,8 გრადუსი ტემპერატურით და ხველებით მოთავსებულ იქნა იზოლირებულ განყოფილებაში. ცოტა ხნის წინ მივიღეთ პასუხები, რომ აღმოაჩნდა ჩვეულებრივი სეზონური ვირუსი H1N1“ , - განაცხადა ერთ-ერთმა ექიმმა.