გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
შესაძლოა, 19 კილოგრამამდე კანაფის მოყვანისთვის პატიმრობა გაუქმდეს

25-02-2020

შესაძლოა, საქართველოში 19 კილომდე კანაფის დათესვა/მოყვანა ნებადართული გახდეს.


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შესულია პოლიტიკური მოძრაობა “გირჩის” სარჩელი, რომელიც კანაფის კულტივირებისთვის პატიმრობის გაუქმებას ითხოვს.


საკონსტიტუციო სასამართლოში „გირჩის“ წევრებმა სარჩელი ბრალდებულ ავთანდილ მეტრეველის სახელით შეიტანეს.


ავთანდილ მეტრეველს კანაფის კულტივირებისთვის სასჯელად ციხე ემუქრება.


“გირჩი” მიიჩნევს, რომ სასჯელის ეს ზომა არაკონსტიტუციურია და არაადამიანურ მოპყრობას უტოლდება.


“გირჩი” თავის სარჩელში სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მესამე ნაწილს ეხება. ეს მუხლი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვას, მოყვანას ან კულტივირებას ეხება.


საქართველოს კანონმდებლობით, 266 გრამამდე ოდენობის ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის თავისუფლების აღკვეთა არ ხდება. თუმცა, “გირჩი” ახალი სარჩელით ითხოვს, რომ ეს რაოდენობა გაიზარდოს 19 000 გრ-მდე. ანუ 19 კილომდე კანაფის კულტივირებაზე სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა აღარ უნდა იყოს გამოყენებული.


თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პირი, რომელსაც 19 კილო კანაფს მოიყვანს, სრულად თავისუფალი იქნება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. “გირჩის” საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირს, შესაძლოა, დაეკისროს არასაპატიმრო სანქცია და დარჩეს ნასამართლევის სტატუსი, თუმცა ის ციხეში არ წავა.


საკუთარ სარჩელს გირჩი ასე ასაბუთებს:


თუკი, საკონსტიტუციო სასამართლომ ლეგალურად ცნო მარიხუანას მოხმარება [ადამიანი, რომელსაც მარიხუანა აქვს მოხმარებული, არ ისჯება], ეს იმას ნიშნავს, რომ ლეგალურად არის აღიარებული მცენარე კანაფი. თუმცა, მიუხედავად ამისა, სისტემა ციხეში უშვებს ადამიანებს, რომლებსაც აღნიშნულ მცენარეს აღმოუჩენს – სამართალდამცავები სახლში უვარდებიან ადამიანებს, ჩხრეკენ და ამოწმებენ. გამოდის, რომ არცერთი ლეგალური გზა არ არსებობს, რომ ადამიანმა საკუთარი კონსტიუტუციური უფლების რეალიზება მოახდინოს [მოიხმაროს მარიხუანა] ისე, რომ კანონი არ დაარღვიოს და დანაშაული არ ჩაიდინოს.


“ის, რომ ლეგალური მცენარის მოხმარებისთვის ადამიანს უწევს დანაშაულის ჩადენა, ციხეში წასვლა, ეს არის, ჩვენი აზრით, არაჰუმანური, არაადამიანური მოპყრობა. ადამიანს საკუთარი უფლების რეალიზებისთვის არათუ ციხეში წასვლა, არამედ დანაშაულის ჩადენაც არ უნდა უწევდეს“, – განმარტავს “გირჩის” იურისტი ლევან ჯგერენაია.





jam-news.net

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930