26-02-2020
ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე სახელოვნებო და სპორტულ ა(ა)იპ დაწესებულებებში არსებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობას და სამუშაო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელთან გივი ბენდიანიშვილთან ერთად სპორტკომპლექსის შენობა და კულტურის სახლი დაათვალიერა.
მერი გაეცნო ადგილზე არსებულ მდგომარეობას, ამ დროისთვის სპორტული კომპლექსი მზადაა, ექსპლოატაციისათვის, კულტურის სახლი კი რეაბილიტაციას საჭიროებს.
მერის დავალებით, შესაბამისი სამსახურების მიერ ერთი კვირის ვადაში მომზადდება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ადგილზე არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე და სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები გაზაფხულიდან დაიწყება.
ანალოგიური აქტივობები ა(ა)იპ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესასწავლად მომდევნო კვირაშიც გაგრძელდება.