26-02-2020
საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების გამო ირანთან საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლა შეწყდა.
ამის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერთან გამართული შეხვედრის შედეგად იქნა მიღებული.
როგორც პრემიერის აპარატში აცხადებენ, მომოსვლის შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების შესახებ ირანულ მხარეს ოპერატიულად ეცნობება.
ცნობისთვის: საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი 50 წლამდე მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც საქართველოში ირანიდან შემოდიოდა.