27-02-2020
თბილისის მერიასთან „ანას ბაღს“ შენარჩუნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს ვარკეთილში, „ანას ბაღის“ ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობა.
აქციის მონაწილეებმა თბილისის მერიაში კახა კალაძის სახელზე წერილიც შეიტანეს და „ანას ბაღის“ საკითხით პირადად დაინტერესებისა და ადგილზე არსებული ვითარების გაცნობისკენ მოუწოდეს.