12-03-2018
საქართველოს ეროვნული გმირი ზურა იარაჯული დაიბადა 1971 წელს 12 მარტს, თიანეთის რაიონის სოფელ იარაჯულებში.
1992 წელს მას ავიაციის ლეიტენანტის წოდება და მფრინავ-ინჟინრის სპეციალობა მიანიჭეს.
1993 წლის 13 ივლისი, აფხაზი სეპარატისტები და რუსი სამხედროები სოფელ შრომას გააფთრებით უტევენ, დილის 10 საათზე კოპიტნარის სამხედრო აერდრომზე ქართველმა სახედროებმა სადაზვერო ინფორმაცია გადმოსცეს რომლის თანახმადაც მოწინაღმდეგის სამხედრო კოლონა სოფელ შრომის მიმართულებით მოემართებოდაა, კოპიტნარის სამხედრო აეროდრომიდან საქართველოს სამხედრო საჰაერო ძალების ოთხი სუ-25 ტიპის მოიერიშე თვითფრინავი აფრინდა.
ქართველი მფრინავების საბრძოლო დავალება იყო საავიაციო დარტყმებით გაანადგურონ მოწინაღმდეგის სამხედრო კოლონა. მფრინავებმა დაბალი სიმაღლიდან მოწინაღმდეგის სამხედრო კოლონა ინტენსიურად დაბომბეს და აფხაზების სამხედრო კოლონა საავიაციო დაბომბვით მთლიანად გაანადგურეს. (მათ შორის ზურა იარაჯულმა) და კოპიტნარის აეროდრომზე მშვიდობიანად დაბრუნდნენ.
დასვენებას ვერ ასწრებენ, რომ კოპიტნარის აეროდრომზე მორიგი ინფორმაცია მოდის, ქართულმა დაზვერვამ აღმოაჩინა რომ განადგურებული კოლონის სანაცვლოდ აფხაზები და რუსები ახალ სამხედრო კოლონას აგზავნიან შრომის მიმართულებით, კოპიტნარის აერდრომიდან ქართული სამხედრო ავიაციის ორი სუ-25 ტიპის მოიერიშე აფრინდა, სუ-25-ს საბორტე ნომრით N 10 ზურა იარაჯული მართავს.
ქართული სუ-25 მოიერიშები ისევ წარმატებით ბომბავენ აფხაზების სამხედრო კოლონას, თუმცა რუსი სამხედრობის მიერ იგლას ტიპის გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსიდან გაშვებული სითბური საზენიტო რაკეტა ზურა იარაჯულის სუ-25 მოიერიშეს ხვდება და ცეცხლი ეკიდება. ცეცხლმოკიდებული სუ-25 დან ზურა იარაჯული პარაშუტით ხტება. ქარს პარაშუტი მოწინაღმდეგის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიაქვს. მეორე სუ-25 კოპიტნარის აეროდრომზე ჯდება. კოპიტნარის აერდრომიდან სასწრაფოდ ფრინდება მი-24 ტიპის საბრძოლო შვეულფრენი და გუმისთას მიდამოებში ეძებს კატაპულტირებულ სამხედრო მფრინავს.თუმცა ძებნა უშედეგოდ მთავრდება.
მოგვიანებით ცონობილი გახდა, რომ გუმისთის ტყეში აფხაზ სეპარატისტებს და ჩეჩენ მებრძოლებს ალყაში მოუქცევიათ ზურა იარაჯული და ტყვედ ჩაბარების შემთხვევაში სხვა ტყვებზე გაცვლას დაპირდნენ. კაპიტანმა ზურა იარაჯულმა იცოდა რომ ტყვედ ჩაბარების შემთხვევაში აფხაზ ტყვებზე გაცვლიდნენ, თუმცა ზურა იარაჯულმა ტყვედ ჩაბარებაზე უარი განაცხადა და ცეცხლი გაუხსნა მოწინააღმდეგეს. ორი მოკლა და ერთი ბოივიკიც დაჭრა. კაპიტანი ზურა იარაჯული გმირულად იღუპება.
1993 წლის 27 ივლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება გაფორმდა და მოხერხდა ზურა იარაჯულის ცხედრის გადასვენებ თიანეთში. 2013 წლის 19 სექტემბერს კი საქართველოს სამხედრო–საჰაეროძალების დღესთან დაკავშირებით ზურა იარაჯულს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.