გაიგე განსხვავებული

კვირა, აპრილი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დევნილთა მინისტრის მოადგილემ სამეგრელოს რეგიონში განახლებული საბავშვო ბაღები დაათვალიერა

24-12-2017

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 34 საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და აღიჭურვა.
დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა და დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ირაკლი უჯმაჯურიძემ სოფლებში მუჟავაში, ეწერში, ობუჯსა და ჯგალში განახლებული საბავშვო ბაღები დაათვალიერეს.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, მათი საჭიროებების შესაბამისად, აღიჭურვა, მოეწყო ღია სათამაშო მოედნები, საძინებლები, სამზარეულოები და სხვ. საბავშვო ბაღების აღსაზრდელების 50%-ზე მეტს დევნილი ბავშვები შეადგენენ. სოციალური ინვესტიციის განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფელ მუჟავაში, რომელიც საზღვრისპირა ზოლში მდებარეობს.
საგრანტო პროგრამა „ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობა დევნილებისთვის“ ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული. პროგრამას დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ახორციელებდნენ. მთელი საქართველოს მასშტაბით, დევნილთა საინიციატივო ჯგუფებს, 10 000 ლარის ფარგლებში, 48 სოციალური პროექტი დაუფინანსდათ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930