გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გლდანში ტაძარი გაძარცვეს

27-02-2020

თბილისში, გლდანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გაძარცვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი სამსონიძე სოციალურ ქსელში წერს. 


გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო ეჭვმიტანილი ქალია. 


"ჯვარცმის წინ, მაგიდიდან მოიპარეს ნაკურთხი წყლის ჭურჭელი. უსუპი გვერდით იყო გადადებული, თითბერის ჭურჭლიდან ნაკურთხი წყალი ქვიშის სასანთლეშია გადასხმული და მწვანე ნაჭრის ჩანთით გაიტანა პირბადე აკრულმა და შავ ნაქსოვი ქუდჩამოფხატულმა ალბათ 35 წლამდე სუსტი სქესის წარმომადგენელმა", - წერს ტაძრის წინამძღვარი.


დამატებით დეტალებს nsp.ge შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930