გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აპრილი 02, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
რომის პაპი ლიტურგიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო

27-02-2020

რომის პაპმა, ფრანცისკემ სან ჯოვანის ბაზილიკაში დღეს დაგეგმილ ლიტურგიაში მონაწილეობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მიიღო. ამის შესახებ ვატიკანის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, მატეო ბრუნიმ განაცხადა.


„დღეს დილით რომის პაპი ლიტურგიაზე არ წავიდა. მან შეუძლოდ იგრძნო თავი და ვატიკანის ტერიტორიაზე დარჩენა გადაწყვიტა “, - განაცხადა მან.

პრესსამსახურში ასევე აღნიშნეს, რომ პონტიფექსი დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს დაესწრება.


ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით 12 ადამიანი დაიღუპა. ყველა მათგანი ასაკოვანი იყო ან ჯანმრთელობასთან პრობლემები ჰქონდათ. ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში გაუქმდა სასწავლო პროცესი, გადაიდო ყველა სპორტული ღონისძიება, მათ შორის ფეხბურთში იტალიის ჩემპიონატის სამი მატჩი.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930