28-02-2020
ბელარუსში კორონავისურის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ Reuters-ი რუსულ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ვირუსი ირანელ ტურისტს დაუდგინდა.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ლიეტუვაშიც დაფიქსირდა. ვირუსი 39 წლის ქალს აქვს, რომელიც იტალიის ქალაქ ვერონიდან დაბრუნდა.