28-02-2020
საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტი საქართველოს მოქალაქეა და ის იტალიიდან ჩამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ბოლო მონაცემებით, ინფექსიური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 29 მოქალაქეა მოთავსებული. კარანტინში იმყოფება 89 პირი.