რეისით 97 მგზავრი ჩამოვიდა, არცერთ მათგანს ტემპერატურა არ დაფიქსირებია.
მგზავრები ამბობენ, რომ უსაფრთხოების მიზნით სამედიცინო შემოწმება გაიარეს და სპეციალური ბლანკები შეავსეს.
მათივე თქმით, საზღვრებზე ორივე მიმართულებით კონტროლი გამკაცრებულია.
მგზავრების ინფორმაციით, კორონავირუსის გამო მილანში პანიკა არ არის, მოსახლეობა გაფრთხილებულია, რომ მკაცრად დაიცვან ჰიგიენური ნორმები.