გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იაშვილის კლინიკის დირექტორი: შესაძლოა ბავშვებს კორონავირუსისგან ჩვეულებრივი, გეგმური აცრები იცავდეს

2-03-2020

"პედიატრიაში კორონავირუსის დაბალ გავრცელებას შესაძლებელია იმუნიზაცია განაპირობებდეს, ანუ ის აცრები, რომელიც ბავშვთა ასაკში ტარდება", - ამის შესახებ იაშვილის კლინიკის დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მისივე თქმით, აცრები ბავშვებს არა მხოლოდ იმ კონკრეტულ ინფექციებისაგან იცავს, რის გამოც იცრებიან, არამედ კორონავირუსის საწინააღმდეგოდაც ეფექტური აღმოჩნდა.


„ვიმეორებ, ეს არის მხოლოდ თეორია, მაგრამ კარგი ფაქტი, რომ იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსი დადასტურდა, დაინფიცირებული ბავშვების რაოდენობა მცირეა“, - განაცხადა ჩხაიძემ.


საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე კი 29 თებერვალს დადასტურდა.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930