გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ივანე ჩხაიძე: 3,5 მილიონ მოსახლეზე სამი დაინფიცირებული გვყავს, ეპიდემიაზე საუბარი ზედმეტია

2-03-2020

3,5 მილიონ მოსახლეზე, ჩვენ კორონავირუსით სამი დაინფიცირებული პაციენტი გვყავს, ასე რომ ლაპარაკი არა მხოლოდ ეპიდემიაზე, არამედ შემთხვევების გახშირებულ რაოდენობაზეც კი არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იაშვილის ბავშვთა კლინიკის დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განუცხადა.


მისივე თქმით, ქვეყნის მოსახლეობასთან შედარებით დაინფიცირებული პაციენტების რაოდენობა ძალიან მცირეა.


საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე კი 29 თებერვალს დადასტურდა.


30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.


21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031