გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით შეთანხმება შედგება

13-03-2018

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების საქმეზე რეზოლუციასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობასთან კონსულტაციები ხვალ გაიმართება.

"რეზოლუციაზე მუშაობა მიმდინარეობს. გუშინ ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელებთან. გვქონდა კონკრეტული შეთავაზება. ამ შეთავაზებას განიხილავს საპარლამენტო უმცირესობა და ხვალ, კიდევ ერთი კონსულტაციები გაიმართება. ჩვენ იმედი გავაქვს, რომ საბოლოო ჯამში შედგება შეთანხმება რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით. ძირითად პრინციპებზე, რა თქმა უნდა, ვთანხმდებით. არის საერთო სულისკვეთება, რომელსაც ეფუძნება რეზოლუციის ორი ტექსტი. მთავარია ჩვენ შევთანხმდეთ იმ დეტალებზე, რომელიც თავისთავად მნიშვნელოვანია. ხვალ განახლდება კონსულტაციები საპარლამენტო უმცირესობასთან და ამის საფუძველზე, იმედი მაქვს, რომ ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას რეზოლუციის ერთიან ტექსტთან დაკავშირებით",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930