გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარდა

13-03-2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარდა. 
ამის შესახებ კობახიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, საარჩევნო გარემო იყო სამართლიანი და მშვიდობიანი, რაც ჩვენი უმთავრესი მიზანი იყო და ამ გარემოში ჩატარდა არჩევნები",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ამის ერთ-ერთი დადასტურებაა ისიც, რომ არჩევნების შედეგები ზუსტად დაემთხვა სოციოლოგიური კვლევის შედეგებს.

"საუბარი არ მაქვს მხოლოდ ჩვენს შიდაპარტიულ კვლევებზე, საუბარი მაქვს სხვა ორგანიზაციების, მათ შორის ნეიტრალური ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებზე. თბილისთან დაკავშირებით კვლევები აჩვენებდა, რომ კახი კალაძეს ჰქონდა იმაზე მაღალი მხარდაჭერა, ვიდრე სხვა ოპოზიციურ კანდიდატს და ზუსტად ეს აჩვენა საბოლოო ჯამში არჩევნების შედეგებმაც, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ ხარვეზებს, რომელიც გამოვლინდა საარჩევნო პროცესში, რაიმე არსებითი გავლენა არ მოუხდენია არჩევნების შედეგებზე",-განაცხადა კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930