გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტის წევრები მერაბ ქვარაია და გოგა გულორდავა „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ კანონში“ ცვლილებების განხორციელებას ითხოვენ

2-03-2020

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრმა მერაბ ქვარაიამ განსახილველად პარლამენტის წევრების - მერაბ ქვარაიასა და გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი გამოიტანა. ინიციატივა 2013 წლამდე გაცემულ სამშენებლო ნებართვებზე, რომელთა დასრულებაც ვერ მოხერხდა, კ2-ის (K2 – მიწის ნაკვეთისთვის დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი) მოსაკრებლის გაუქმებას ითვალისწინებს.


ინიციატორები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ცვლილება მშენებლობების დასრულებას შეუწყობს ხელს.


„დაუსრულებელი მშენებლობები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. მათი რაოდენობა მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში 179 ერთეულს წარმოადგენს. თბილისის მერიამ მართლაც უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა ხელშეწყობის თვალსაზრისით, რომ დასრულდეს ეს მშენებლობები. ფუნქციონირებს სპეციალური კომისია, რომელიც სწავლობს ინდივიდუალურ მშენებლობას და იღებს გადაწყვეტილებებს. ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტი იქნება დამატებითი შესაძლებლობა ამ მშენებლობებისთვის, რომ დასრულდეს. იგი ითვალისწინებს 2013 წლამდე გაცემულ ნებართვებზე, რომელთა მშენებლობის დასრულება დღემდე ვერ მოხერხდა, სახელმწიფოს წინაშე არსებული K2-ის მოსაკრებლის ვალდებულებისგან გათავისუფლებას“, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.


დეპუტატი მიიჩნევს, რომ ინიციატივა ერთის მხრივ სტიმულს მისცემს ბიზნეს სექტორს დაასრულონ მშენებლობები, მეორე მხრივ კი, დაუსრულებელი მშენებლობებისგან დაზარალებულ მოსახლეობას ბინებით უზრუნველყოფის შესაძლებლობას მისცემს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930