გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13-03-2018

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ზაზა სოფრომაძემ და ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან თხელიძემ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთი ბანკი, 1 წლის განმავლობაში (2018 წლის 01 იანვრიდან - 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ 40-ზე მეტმცირე საოჯახო ტიპის სახლის (35) და მიუსაფართა თავშესაფრის (6) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურის სრულ ანაზღაურებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ბანკმა ამ მიმართულებით საკმაოდ სოლიდური სახსრები გაიღო.

„ლიბერთი ბანკისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობა, ვფიქრობ, საუკეთესო მაგალითია კერძო სექტორის და სახელმწიფო უწყების თანამშრომლობისა. უკვე მესამე წელია ლიბერთი ბანკი მცირე საოჯახო სახლებისა და მიუსაფართა თავშესაფრების კომუნალურ ხარჯებს ანაზღაურებს, რაც დიდი დახმარებაა იქ მცხოვრები ბავშვებისა და თავად სერვის–პროვაიდერებისათვის. გამოთავისუფლებული თანხა საშუალებას მოგვცემს 40 მცირე საოჯახო ტიპის სახლსა და მიუსაფართა თავშესაფარში კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ სერვისები და ვიზრუნოთ ბავშვთა განვითარებაზე. მადლობა ლიბერთი ბანკს გამოჩენილი სოციალური პასუხისმგებლობისათვის“– აღნიშნა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ზაზა სოფრომაძემ.

,,ლიბერთი ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში 2018 წელსაც ვაგრძელებთ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობას. ამ პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებულ პრიორიტეტს ვანიჭებთ იმ პროექტებს, რომლებიც კერძო სექტორიდან მხარდაჭერას და მატერიალურ თანადგომას საჭიროებენ - ჩვენ ვართ იქ სადაც ყველაზე მეტად ვჭირდებით” - აღნიშნა ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930