3-03-2020
დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მოსმენა არის ძალიან რთული თუ მშვიდი ნერვული სისტემა არ აქვს ადამიანს.
„ძალიან ძნელია, ნერვული სისტემა მშვიდი უნდა გქონდეს, რომ მას მოუსმინო, ზოგადად სალომეს განცხადებს, თან იმ თემებთან მიმართებაში, როგორიცაა პროპორციული სისტემა, 20 ივნისი ეს ქალბატონი გახსოვთ აცხადებდა, რომ ეს მის კომპეტენციაში არ შედის, ალბათ დაგველაპარაკება ამერიკას და თალიბანს შორის მიღწეულ შეთანხმებებზე და რაც საქართველოს არ ეხება ზოგადად. მე ვფიქრობ ანომალიური მოვლენაა სალომე ზურაბიშვილი“ , - განაცხადა ჭიჭინაძემ.
ცნობისთვის, 4 მარტს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრეზიდენტს მოუსმენენ.