გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკონომიკის სამინისტროს სერვისცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

3-03-2020

საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უწყებების ერთიანი მომსახურების ცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო.


პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სპეციალური ხსნარებით უკვე დამუშავდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საინფორმაციო ოფისები, საქართველოს ფოსტის სერვისცენტრები, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მოქალაქეთა მისაღები, ასევე მიმდინარეობს დეზინფექცია წიაღის ეროვნული სააგენტოს, სტანდარტების და მეტროლოგიის სააგენტოს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ეკონომიკის სამინისტროს ყველა იმ უწყების სივრცეებში, სადაც მოქალაქეთა მომსახურების სერვისები მოქმედებს.


ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის უწყებებში სადეზინფექციო სამუშაოები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს და კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით ყოველდღიური, შიდა სადეზინფექციო ღონისძიებები აქტიურად გაგრძელდება.


„საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემულია დავალება და რეკომენდაციებიб კორონავირუსის პრევენციის მიზნით იმ სახელმწიფო უწყებებში, რომლებიც ახორციელებენ საზოგადოების სხვადასხვა სერვისით უზრუნველყოფას, სხვა ღონისძიებებთან ერთად, გატარდეს სადეზინფექციო სამუშაოები, შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტრომ უკვე დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს შესაბამისი სერვისცენტრებისა და სამუშაო ოფისების დეზინფექცია“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930