გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

3-03-2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც კორონავირუსის შესახებ ისაუბრა. 


"დღევანდელი დღით ჩვენთან 217 შესაძლო შემთხვევა დაფიქსირდა, რომლებიც ამ დროისთვისაც კვლევებს გადიან. საქართველოში კორონავირუსის 3 შემთხვევა დადასტურდა. სამივე პაციენტის ზოგადი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი დაკვირვების ქვეშ არიან. ასევე, 150-მდე ადამიანია კარანტინში, რომლებიც განთავსებულები არაინ სხვადასხვა საკარანტინო სივრცეში", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


მისივე თქმით, ჩინეთში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა იკლო.


"ამ დროისთვის, მსოფლიოში 92 000-მდე ადამიანია კორონავირუსით დაავადებული, აქედან 80 000 ჩინეთში. ბოლო პერიოდში ჩინეთში დაავადებულთა რიცხვი მცირდება და ეპიდსიტუაცია უმჯობესდება", - აცხადებს გამყრელიძე.


ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევები 77 ქვეყანაში დაფიქსირდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031